საზოგადოება
გურჯაანის „შავ-თეთრი ფესტივალი 2022“ გადაიდო
გურჯაანის ანსამბლ „ხარებას“ მომღერლისა და თოჯინების სახელმწიფო თეატრის მსახიობის, უჩა ვალიშვილის გარდაცვალების გამო,  „შავ-თეთრი ფესტივალი -2022“ გადაიდო.

ახალგაზრდული საბჭოს გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უჩას გარდაცვალების გამო.

“გამომდინარე იქიდან, რომ გურჯაანისთვის განსაკუთრებულად სამწუხაროა უჩას გარდაცვალების ამბავი, თავს ვალდებულად ვთვლით, რომ ეს გასართობი ღონისძიება ცოტა ხნით გადავდოთ,“ - ამბობს speqtri.ge-სთან ახალგაზრდული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი ელენე ქაჩლიშვილი.

მისივე თქმით, როგორც კი ცნობილი გახდება ფესტივალის ჩატარების თარიღი, ახალგაზრდული საბჭო ინფორმაციას ფეისბუქ-გვერდზე გაავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო SPEQTRI.GE კიდევ ერთხელ უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებსა და გურჯაანს ანსამბლ „ხარებას“ მომღერლისა და თოჯინების თეატრის მსახიობის, უჩა ვალიშვილის გარდაცვალების გამო.
| Print |
FaceBook Twitter Google