საზოგადოება
ალტ-ინფო და რეგიონებში კონსერვატიული მოძრაობის ოფისები იხურება
პრორუსული, ანტისახელმწიფოებრივი არხი „ალტ-ინფო“ ფინანსური პრობლემების გამო იხურება.
ინფორმაციას  „ტვ. პირველი“ ავრცელებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროპაგანდისტული არხი მაუწყებლობას, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში შეწყვეტს.

როგორც ირკვევა, რეგიონებში პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისებიც დაიხურება. ოფისებში დასაქმებულ პერსონალს უთხრეს, რომ საკმარისი ფინანსები არ არის და შესაბამისად, ხელფასებსაც ვეღარ გადაუხდიან.

„ალტ-ინფო“ დახმარებას სოციალურ ქსელებში ხალხისგან ითხოვს.

„ ალტ-ინფოს რესურსი ფაქტობრივად არ აქვს. (დახურვის) საშიშროება ყოველთვის არის, ამ ლიბერალური დიქტატურის ხელში ყველაფერია შესაძებელი. ამ წუთის მდგომარეობით, ხელფასების პრობლემა შემდეგი თვიდან პრობლემა გახდება, მაგრამ დღის ბოლოს და ხვალ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ პრობლემას გადავჭრით.

პოლიტიკურ საკითხებთან ერთად გვქონდა რიგ ბიზნესმენებთან შეხვედრა, რომლებმაც მხარდაჭერა გამოუცხადეს "ალტ-ინფოს" და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს დღეებში მათთან და ხალხთან ერთად გამოვასწორებთ. საუბარია ქართველ ბიზნესმენებზე, რომლებიც რუსეთსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოღვაწეობენ"- აცხადებს კოკა მორგოშია.

ტვ პირველში აღნიშნავენ, რომ უმძემესი ფინანსური კრიზისის მიუხედავად, რადიკალების ლიდერი ტელევიზიას ბოქლომის დადებით კვლავ ემუქრება.

"ტვ პირველს ბოქლომს, რა თქმა უნდა, დავადებთ, მგონი, იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ვპროგნოზირებდი"- თქვა მორგოშიამ.
| Print |
FaceBook Twitter Google