საზოგადოება
დასავლეთ საქართველოსკენ მიმავალი მატარებლების მოძრაობა სამი დღით შეიზღუდება
9, 10 და 11 აგვისტოს თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით სამგზავრო და სატვირთო მატარებლები არ იმოძრავებენ.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს მოდერნიზაციის 249 მილიონი დოლარი ღირებულების პროქტი, რომელიც უსაფრთხოების გაუმჯობესების პარამეტრებს ითვალისწინებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, შემცირდება მატარებლების გადაადგილების დრო.

„ამ პროექტის ფარგლებში: შენდება ახალი გვირაბები, სარკინიგზო ხიდები, იცვლება საკონტაქტო ქსელი, შენდება ახალი მიწის ვაკისი, სადგურები, რეაბილიტაცია უტარდება რამდენიმე ქვესადგურს.

სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების გამო, 9, 10 და 11 აგვისტოს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები არ იმოძრავებენ,“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

მატარებლების მოძრაობა 12 აგვისტოდან განახლდება.

| Print |
FaceBook Twitter Google