სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე განოქვეყნებული
სტატისტიკის მიხედვით, ერთ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებთა
რაოდენობა 19%-ით გაიზარდა.
2022 წლის ივნისში საარსებო შემწეობა 661 061 ადამიანმა მიიღო, რაც
105 404-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2021 წლის
ივნისში სახელმწიფოს დახმარების იმედად 555 657 ადამიანი იყო.
აგრეთვე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 69 456-ით გაიზარდა იმ
ადამიანების რიცხვიც, ვინც თვლის, რომ ღარიბია და ფულად დახმარებას
საჭიროებს. თუ 2021 წლის ივნისში მიზნობრივი სოციალური დახმარების
პროგრამაში რეგისტრირებული იყო 1 054 567 ადამიანი, 2022 წლის ივნისში
ეს მაჩვენებელი 1 124 023-მდე გაიზარდა.
მასალის გამოყენების პირობები