საზოგადოება
თელავში იუსტიციის მინისტრის ერთწლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თბილისის, ქუთაისის, ბორჯომის, რუსთავისა და ბათუმის შემდეგ უწყების ერთწლიანი მუშაობის ანგარიში თელავის მოსახლეობას წარუდგინა. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

რატი ბრეგაძემ, თელაველებს მიაწოდა ინფორმაცია, ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმებისა და შესრულებული დაპირებების შესახებ.
მინისტრის განმარტებით, სამი პრინციპის გარშემო ერთიანდება ყველა ის სიახლე, რაც იუსტიციის სამინისტრომ მოქალაქეებს შესთავაზა. ეს პრინციპებია: ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულების გაძლიერება, სამართლებრივი უსაფრთხოება და ეფექტიანი სერვისები.

მინისტრის განცხადებით:

„დაინერგა და 7 რეგიონში წარმატებით მუშაობს ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“; ამოქმედდა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა – საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად, გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს მიწების აზომვა და რეგისტრაცია; გაიხსნა 5 ახალი იუსტიციის სახლი და საზოგადოებრივი ცენტრი; იუსტიციის სამინისტროსათვის ხელმისაწვდომი გახდა უმსხვილესი ელექტრონული სამართლებრივი ბაზა „ჰეინონლაინი“ („HeinOnline“); ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა თურქეთის, ისრაელის, უნგრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიის იუსტიციის სამინისტროებთან; პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში გაძლიერდა პატიმართა დასაქმების პროგრამები; გრძელდება პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტული აქტივობების წახალისება; პრობაციის ბიუროები გაიხსნა სიღნაღში, თერჯოლაში, ქუთაისსა და ზესტაფონში; რეფერირების ცენტრი გაიხსნა ქუთაისში.“

რაც შეეხება მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებს, პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა
მიმდინარეობს კიდევ 6 მუნიციპალიტეტში; დამატებით ერთი იუსტიციის სახლი კი ამოქმედდება თბილისში, ჰუალინგში. საინტერესო სიახლე ის, რომ მინისტრის ინფორმაციით, მალე, მოქალაქეებს ონლაინ სანოტარო მომსახურების მიღება მობილური აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ;


| Print |
FaceBook Twitter Google