საზოგადოება
14 წელი აგვისტოს ომიდან
აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა; 2008 წლის 5-დღიანი ომის შედეგად, დაიღუპა 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი. საქართველოს 2 232 მოქალაქე დაიჭრა და დაშავდა; საქართველოს ტერიტორიაზე 263 598 დევნილია; ჩვენმა ქვეყანამ კონტროლი დაკარგა 151 დასახლებულ პუნქტზე.

რუსეთის მიერ საქართველოს 20% ოკუპირებულია და დღემდე გრძელდება რუსეთის მხრიდან ე.წ. "მცოცავი ოკუპაცია", ტერიტორიების მიტაცება და ადამიანების გატაცება.

აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, რუსეთმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ტერიტორიებად გამოაცხადა. თუმცა საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აგვისტოს ომი /