საზოგადოება
მმართველი პარტია "მთავარ არხს", "ტვ პირველსა" და "ფორმულას" უჩივის
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სამ კრიტიკულ ტელევიზიას - „მთავარ არხს“, „TV პირველსა“ და „ფორმულას“ კომუნიკაციების კომისიაში უჩივის.

საჩივრის შინაარსს განცხადებაში მოხსენიებული ტელევიზიები ავრცელებენ.

როგორც განცხადებიდან ჩანს, პარტიას მიაჩნია, რომ 24 ივნისის აქციის, "შინ ევროპისკენ" გამართვამდე, ამ არხების ეთერში 23 და 24 ივნისს განთავსებული სარეკლამო ვიდეორგოლი პოლიტიკურ შინაარსს ატარებდა, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წევრებს უარყოფითად წარმოაჩენდა.

აქციის, "შინ ევროპისკენ" აღნიშნულ კლიპში მოხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების ნაწყვეტები. ასევე იყო "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის, ამავე პარტიის ლიდერის, გია ვოლსკის, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისა და სხვა განცხადებების ამონარიდები.

"ვიდეორგოლების შინაარსიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ იგი გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისთვის, ემსახურება "ქართული ოცნების" და მისი იდეის უარყოფითად ფორმირებას და მიზნად ისახავს სამომავლო არჩევნებში ხელის შეშლას. სარეკლამო რგოლი ცხადად ახდენს "ქართული ოცნების" იდენტიფიცირებას კონკრეტული პარტიის სახეებზე მითითებით.

ამასთან, სარეკლამო რგოლი შეიცავს მმართველი პარტიის, მათი ლიდერების, ხელისუფლების წარმომადგენლების, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას მათ მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან, კანდიდატის სტატუსთან და უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების კონტექსტიდან ამოგლეჯილი ამონარიდების საფუძველზე, ემსახურება მათ მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი აზრის ფორმირებას", - წერს საჩივარში ადვოკატი სერგი ჯორბენაძე, რომელსაც პარტიიდან ირაკლი კობახიძის მინდობილობა აქვს ამ დავის წარმოებისთვის.

იქიდან გამომდინარე, რომ კანონმდებლობით, საარჩევნო რეკლამის განთავსება დასაშვებია მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში, „ქართული ოცნება“ მოითხოვს, კომუნიკაციების კომისიამ სამივე ტელეარხის მიმართ სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს.

ცნობილია, რომ საჩივრის განსახილველად მოსამზადებელი სხდომა კომუნიკაციების კომისიაში 11 აგვისტოს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მათ ვისაც სურთ, რომ ავტობუსის, სამარშრუტო ტაქსისა და სატვირთო
ავტომანქანის მართვის უფლება მიიღონ, გამოცდის ჩაბარება რეალურ
მოძრაობაში მოუწევთ.
მათ ვისაც სურთ, რომ ავტობუსის, სამარშრუტო ტაქსისა და სატვირთო ავტომანქანის მართვის უფლება მიიღონ, გამოცდის ჩაბარება რეალურ მოძრაობაში მოუწევთ.
12:15 / 05.10.2022
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 ოქტომბრამდე საქართველოში
დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 ოქტომბრამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
13:16 / 04.10.2022
რამდენიმე დღის წინ თორნიკე დოლენჯაშვილმა გურჯაანის მერიის წინ
საპროტესტო აქცია მოაწყო, რისთვისაც ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ
პოლიცია გამოიძახა. თორნიკე დოლენჯაშვილის თქმით, ის ცრუ ბრალდებით
დააკავეს და იზოლატორში გადაიყვანეს. მისი სასამართლო დღეს, 3
ოქტომბერს 17:00 საათზე გაიმართება.
რამდენიმე დღის წინ თორნიკე დოლენჯაშვილმა გურჯაანის მერიის წინ საპროტესტო აქცია მოაწყო, რისთვისაც ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ პოლიცია გამოიძახა. თორნიკე დოლენჯაშვილის თქმით, ის ცრუ ბრალდებით დააკავეს და იზოლატორში გადაიყვანეს. მისი სასამართლო დღეს, 3 ოქტომბერს 17:00 საათზე გაიმართება.
11:35 / 03.10.2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თქმით, მომავალი
წლიდან პოლიციელების, ჯარისკაცებისა და სუსის თანამშრომლების ხელფასი
20 პროცენტით გაიზრდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თქმით, მომავალი წლიდან პოლიციელების, ჯარისკაცებისა და სუსის თანამშრომლების ხელფასი 20 პროცენტით გაიზრდება.
16:25 / 30.09.2022
სამართალი
დღემდე საქართველოში გზებზე სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს ევროპაში, -ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა.
10:40 / 06-10-2022
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა თორნიკე დოლენჯაშვილი, რომელსაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას ედავებოდნენ. გამამართლებელი განაჩენი მოსამართლე გიორგი მთიულიშვილმა გამოიტანა.
21:16 / 03-10-2022
მახვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
15:39 / 29-09-2022
ეკონომიკა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების ძირკოკისა და ჭანდრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
13:10 / 05-10-2022
ქალაქ გურჯაანში, თაყაიშვილის ქუჩაზე, საბავშვო გასართობი სივრცე მოეწყო. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასეთი ინფრასტრუქტურის მოწყობა წელს კიდევ რამდენიმე ლოკაციაზეა დაგეგმილი.
13:06 / 04-10-2022
სხვა ამბები
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჩამონათვალი გაფართოვდა.
12:54 / 05-10-2022
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრიმა, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, გამოაცხადა ესეების კონკურსი „წერილი ჩემს პირველ მასწავლებელს".
11:57 / 05-10-2022
5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა. სწორედ ამ დღის აღსანიშნავად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეები მასწავლებლებისადმი თავიანთ გულწრფელ დამოკიდებულებას 1 წუთიანი ვიდეოს სახით გამოხატავენ. ინიციატივა გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ეკუთვნის.
10:50 / 05-10-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ შაშიანის საჯარო სკოლის დირექტორს, წამყვან მასწავლებელს თამარ თვალიაშვილს, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.
17:35 / 04-10-2022
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ჭიაურში, ახალი საბავშვო ბაღი შენდება.
17:07 / 04-10-2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა გრძელდება.
13:27 / 23-09-2022
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 23 °C
img
საგარეჯო 13 / 20 °C
img
დ.წყარო 12 / 23 °C
img
სიღნაღი 14 / 24 °C
img
ლაგოდეხი 12 / 23 °C
img
ყვარელი 14 / 23 °C
img
თელავი 14 / 21 °C
img
ახმეტა 14 / 21 °C
img
კალენდარი
«« ოქტომბერი 2022 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.