საზოგადოება
თელავში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გასართობი თამაშები მოეწყობა
დღეს, 12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თელავში, ერეკლე მეორის სახელობის ახალ ბაღში 18:00 საათიდან გასართობი თამაშები მოეწყობა.

ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერია, ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, უმასპინძლებს.

სტუმრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ჭადრაკის შეჯიბრში, სხვადასხვა სამაგიდო თამაშებში, მაგიდის ჩოგბურთში, ბაგირის გაწევასა და მკლავჭიდში.

ღონისძიებაზე მისულ საზოგადოებას, 21:00 საათზე , ასევე შესაძლებლობა ექნება, სპეციალურად მათთვის მოწყობილ დიდ ეკრანზე ნახოს ფილმი „Walle-e”.

საინფორმაციო სააგენტო SPEQTRI.GE გილოცავთ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს.
| Print |
FaceBook Twitter Google