საზოგადოება
გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნის საკითხმა ერთი წლით გადაიწია
მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნისთვის შესაბამისი ავტობუსების შესაძენად კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც გურჯაანის მუნიციპალიტეტი მომავალ წელს ჩაერთვება.
„მიმდინარე წელს სააგენტომ უკვე გამოაცხადა კონსოლიდირებული ტენდერი, რომლითაც ყიდულობს ავტობუსებს და მასში ჩავერთვებით მომავალ წელს, რადგან ჩვენ აღარ გვაქვს უფლება, რომ ცალკე გამოვაცხადოთ ტენდერი.“ - განუცხადა speqtri.ge-ს საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნატო გონგაძემ.

მისივე თქმით, 7 ავტობუსის შეძენა, სავარაუდოდ მომავალი წლის ზაფხულისთვისაა დაგეგმილი.

მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა მნიშვნელოვნად გაამარტივებს სოფლებს შორის მიმოსვლას და მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება შეღავათიან ფასად, კომფორტულად და უსაფრთხოდ იმგზავროს.









| Print |
FaceBook Twitter Google