საზოგადოება
რეგიონულ „იდეათონზე“ რეგისტრაციის ვადა იწურება
CENN ახალგაზრდებს საქართველოსა და სომხეთიდან, ევროკავშირის მხარდაჭერით რეგიონულ იდეათონში იწვევს.
იდეათონის მიზანია ახალგაზრდების წახალისება სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების სამეწარმეო გზით გადაჭრისკენ.

გამარჯვებულ მონაწილეებს გადაეცემათ ფულადი პრიზი 1000, 800 და 600 ლარის ოდენობით, რომელიც მათ შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი იდეების განსახორციელებლად.

რას უნდა ემსახურებოდეს იდეათონის იდეა?
ეს არის:
  • ნარჩენების მართვა;
  • კლიმატის ცვლილება;
  • განახლებადი ენერგიები;
  • კლიმატგონივრული ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობაში;
  • NEET ახალგაზრდების გაძლიერება;
  • ახალგაზრდების არაფორმალური განათლება;
  • ახალგაზრდების დასაქმება.

იდეათონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 15-29 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოსა და სომხეთის შემდეგ მუნიციპალიტეტებში:
საქართველო: გორი, ნინოწმინდა, ახმეტა, საგარეჯო, გურჯაანი, ონი, ამბროლაური, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ტყიბული, ზესტაფონი და ჭიათურა.

სომხეთი: ლორი, შირაკი, ტავში

მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. გუნდში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა 5 ადამიანს შეადგენს.
| Print |
FaceBook Twitter Google