საზოგადოება
ივნის-ივლისში მართვის მოწმობის გამოცდა რეალურ მოძრაობაში 1341-მა პირმა ჩააბარა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ივნის-ივლისში მართვის მოწმობის გამოცდა რეალურ მოძრაობაში 1341-მა პირმა ჩააბარა. კერძოდ, ივნისში მართვის მოწმობა 556 ადამიანზე გაიცა, ხოლო ივლისში 785-ზე.

რაც შეეხება მაისის თვის მონაცემებს, მართვის მოწმობის გამოცდა 2269-მა პირმა ჩააბარა, თუმცა მართვის მოწმობის აღების მსურველი პირების ნაწილი გამოცდაზე ძველი, ხოლო ნაწილი ახალი სისტემით გავიდა.

ცნობისთვის, „B“ და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი მიმდინარე წლის 25 აპრილიდან გახდა. პირველი ეტაპი კვლავ დახურულ მოედანზე ტარდება, ხოლო მეორე ეტაპი - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.
| Print |
FaceBook Twitter Google