საზოგადოება
რუსი ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი თბილისში იმყოფება
რუსი ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი და 2018 წელს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ქსენია სობჩაკი თბილისში იმყოფება.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.

როგორც ქსენია სობჩაკი „ფორმულასთან“ საუბარში აღნიშნავს, იგი საქართველოში კერძო ვიზიტის ფარგლებში იმყოფება და ქვეყანაში შემოსვლისას არანაირი პრობლემა არ შეჰქმნია იმის მიუხედავად, რომ ხშირად საქართველოს საზღვარზე რუსეთიდან ჩამოსულ ოპოზიციონერ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს არ უშვებენ.

„თბილისი მიყვარს. ამ ქალაქში საკმაოდ ხშირად მოვდივარ. აქ არის მამაჩემის ძეგლი. რაც შეეხება იმას, რომ რუსეთის მოქალაქეებს უარს ეუბნებიან საქართველოში შემოსვლაზე, ვიცი, რომ ზოგიერთი ჩემი კოლეგა აქ არ შემოუშვეს, მათ შორის მიხაილ ფიშმანი [ტელეკომპანია „დოჟდის“ კორესპონდენტი]. არ ვიცი, რატომ უთხრეს მას უარი. არიან ისეთები, რომლებსაც უპრობლემოდ უშვებენ. საქართველო სუვერენული ქვეყანაა. ასეთი გადაწყვეტილების მიღება ნებისმიერი ქვეყნის უფლებაა. საზღვარზე არანაირი პრობლემა არ მქონია“, - ამბობს სობჩაკი.
| Print |
FaceBook Twitter Google