საზოგადოება
სიღნაღის მუნიციპალიტეტში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სტრატეგია შეიმუშავეს
სიღნაღის მნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სიღნაღში პროექტის „ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობისთვის“ შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა.
მათივე თქმით, პროექტის მთავარი მიზანი სიღნაღის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაეროს უფლებების კონვენციისა და შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს ახალი კანონის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ხელშეწყობაა.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავდა, რომლის მიხედვით მოხდება მიზნობრივი ჯგუფის მომსახურებაზე ორიენტიერებული აქტივობები.

ცნობისთვის, პროექტი "თემი ქედელის" მიერ ორგანიზაციებთან - "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ურთიერთთანამშრომლობითა და "ევროკავშირის" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ამავე დღეს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოწყვლადი ჯგუფის საკითხებზე ჩატარებული ესეების კონკურსის გამარჯვებულები სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.






| Print |
FaceBook Twitter Google