საზოგადოება
თელავში მეხანძრეებმა ბაღის აღსაზრდელებს პრაქტიკული სწავლება ჩაუტარეს
თელავში, მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში, მეხანძრეებმა პატარებს ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების შესახებ პრაქტიკული სწავლება ჩაუტარეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თელავის სამმართველომ თელავის #3 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს უმასპინძლა. ბავშვებმა სახანძრო ინვენტარი და აღჭურვილობა დაათავალიერეს და მეხანძრეების მუშაობის პრინციპს გაეცნენ.

„მდგრადი ენერეტიკის საქალაქო დღეები ფორმირებულია მერების შეთანხმების ფარგლებში. კვირეულის მიზანია, უპირველესად ქალაქის, თემის ინფორმირებულობის გაზრდა ენერგიის უფრო ეფექტურად გამოყენების თანამედროვე მეთოდების, ენერგიის განახლებადი წყაროების ფართოდ მოზიდვის შესახებ, ასევე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აღვუდგეთ წინ კლიმატის გლობალურ ცვლილებას საერთო ევროპულ პოლიტიკაში ჩართულობით“-აცხადებენ მერიაში

ღონისძიება „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა.






| Print |
FaceBook Twitter Google