საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ავტოპარკს 12 ახალი ავტომობილი გადასცეს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დარგობრივ დეპარტამენტებს მაღალი გამავლობის 12 ახალი ავტომობილი გადაეცა.
მათივე თქმით, მაღალი გამავლობის ავტომობილების დახმარებით, სააგენტოს სპეციალისტებს შესაძლებლობა ეძლევათ, ოპერატიულად შეაფასონ არსებული ვითარება და მიიღონ ზუსტი მონაცემები ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური პროცესების დროს.

„ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ სააგენტოს ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების და განახლების მიმართულებით. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, რაც რთულად მისასვლელ ადგილებში სპეციალისტების მარტივად გადაადგილებას და ოპერატიულ რეჟიმში მუშაობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, თამარ ფიცხელაურმა.

ცნობისთვის, გარემოს ეროვნული სააგენტოს ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის კვლევები, მოსალოდნელი ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური ხასიათის მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილებების მომზადება და გავრცელება, ასევე სტიქიური მოვლენების საფრთხეების შეფასება.



| Print |
FaceBook Twitter Google