საზოგადოება
თელავში პოლონურ-ქართული საინვესტიციო ფორუმი გაიმართა
თელავში, სასტუმროში “ზუზუმბო რეზორტი & სპა” პოლონურ-ქართული საინვესტიციო ფორუმი გაიმართა.
ფორუმის ფარგლებში კახეთის, იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონების, ასევე ზუგდიდისა და გორის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა წარადგინეს პრეზენტაციები რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების საინვესტიციო შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე.

ორგანიზატორების თქმით, ფორუმის მიზანია, თითოეული რეგიონის უნიკალური ბუნებრივი პირობებისა და რესურსების გათვალისწინებით, საქართველოს მუნიციპალიტეტებში საინვესტიციო გარემოს შექმნა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა.

„ფორუმის ფარგლებში რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა ეძლევათ წარმოაჩინონ საინვესტიციო პოტენციალი და შეთავაზებები, გაეცნონ ინვესტორთა მოლოდინებს და ხელი შეუწყონ ქართველ და პოლონელ მეწარმეებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარებას,“-აცხადებენ ორგანიზატორები.

ცნობისთვის, პოლონურ - ქართული საინვესტიციო ფორუმი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პოლონეთის განვითარების ფონდებისა და რეგიონული პოლიტიკის სამინისტროს და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცის ორგანიზებით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივა - "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" მხარდაჭერით იმართება.

| Print |
FaceBook Twitter Google