საზოგადოება
აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-28 ოქტომბერს,  აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია წვიმა, ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოშიც.


29 ოქტომბერს გამოიდარებს და 2 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 2 ნოემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +18, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება. 27-28 ოქტომბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი.



 

 

| Print |
FaceBook Twitter Google