საზოგადოება
გურჯაანში უკრაინელი ბავშვებისთვის ბანაკი გაიხსნა
ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივით, ჩერნიგოვის ოლქიდან ჩამოსული უკრაინელი ბავშვებისა და მოზარდებისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა.
მათივე ინფორმმაციით, ათი დღის მანძილზე მოზარდები სასტუმრო ’’Akhasheni Wine Resort&Spa-ში“ დაბინავდებიან და ჩაერთვებიან სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებით თუ გასართობ აქტივობაში. იგეგმება ექსკურსიები თბილისსა და კახეთში. ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ კულინარიულ მასტერკლასებსა და სხვა საინტერესო აქტივობებში.

„ახალგაზრდობის სააგენტო, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, დღეს გურჯაანში, ახაშენში უკრაინელ ბავშვთა ბანაკს მასპინძლობს, რომელიც ერთი კვირა გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ვუმასპინძლოთ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებით იმ ბავშვებს, რომლებმაც განიცადეს ძალიან დიდი ტრავმა და წინაც არ აქვთ ადვილი დღეები. ჩვენი მიზანია, მათ შთავბეროთ იმედი, ავუხსნათ, რომ ჩვენ ვიცით რა არის ომის ტკივილი და რომ იმედი მაინც არის მთავარი იმისთვის, რომ გააგრძელოს ყველა თაობის წარმომადგენელმა ბრძოლა თავისუფლებისათვის,“-განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურადაა ჩართული საქართველოს საელჩო უკრაინაში.




| Print |
FaceBook Twitter Google