საზოგადოება
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაკარგულ საქართველოს მოქალაქეებზე ინფორმაცია ვრცელდება
საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია.
მისივე თქმით, მომხდარის შედეგად, საქართველოს ორი მოქალაქე გარდაიცვალა.

გიორგი ჯანჯღავა სტიქიის ზონაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას დაუკავშირდნენ და მათი ადგილსამყოფლისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.

„ჩვენს მოქალაქეებთან შეძლებისდაგვარად კავშირი გვაქვს. ყველა დაკარგული, ვისზეც ინფორმაცია გვქონდა, რომ დაკარგულია, ვიპოვეთ. მათ შორის, ჩვენს ფეხბურთელებსაც მივაკვლიეთ. იმ ზონაში შეღწევა ძალიან რთულია, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, რამენაირად მოგვაწვდინონ ხმა, სად არიან, როგორ არიან,“ - განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

ცნობისთვის, მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა.





| Print |
FaceBook Twitter Google