საზოგადოება
აკრედიტებულ ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ
პარლამენტში აკრედიტებულ ჟურნალისტებს არ უშვებენ. აცხადებენ, რომ “პროგრამული ხარვეზია”, - ამის შესახებ ინტერნეტ-მედიის სპეციალისტმა კონსტანტინ სტალინსკიმ twitter-ზე დაწერა.


ჟურნალისტები ბიუროს სხდომაზე დასწრებას აპირებდნენ, სადაც „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც კონსტანტინ სტალინსკიმ speqtri.ge-ს განუცხადა, მოგვიანებით ჟურნალისტების ნაწილი შეუშვეს, ნაწილი კი კვლავაც მისაღებშია და ბიუროსს სხდომას მონიტორზე ადევნებს თვალს.




ფოტოები: კონსტანტინ სტალინსკი
| Print |
FaceBook Twitter Google