საზოგადოება
მედიაორგანიზაციები დაუშვებლად მივიჩნევთ რუსული კანონის მიღებას - ერთობლივი განცხადება
საქართველოში მოქმედი მედიასაშუალების ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიციირებულ რუსულ კანონპროექტს და ამასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადებას ხელს აწერს 64 მედიაორგანიზაცია, მათ შორის speqtri.ge-ც.

გთავაზობთ განცხადების ტექსტს

„ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი მედიაორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ.

მიგვაჩნია, რომ ამ კანონის მიზანია, აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

ამას ადასტურებს წლების წინ რუსეთში მიღებული ანალოგიური კანონის შედეგები - დაიხურა სამოქალაქო და მედიაორგანიზაციები, ჟურნალისტები კი დევნის მსხვერპლნი გახდნენ.

ამ კანონის მიღება აზიანებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს, რაზეც 24 თებერვლის განცხადებით ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლობამ მკაფიოდ მიუთითა. შესაბამისად, წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს განვითარებას აფერხებს და დღეს გაჩენილ შესაძლებლობის ფანჯარას ხურავს.

ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებას და გვაღელვებს ჩვენი ქვეყნის მომავალი. არ ვაპირებთ ამ იარლიყით მუშაობას. შესაბამისად, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, უარს ვაცხადებთ „უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციაზე. ეს შეურაცხყოფს ჩვენს პროფესიულ ღირსებას,“ — ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. netgazeti.ge
  2. პუბლიკა (publika.ge)
  3. ინდიგო
  4. სტუდია მონიტორი
  5. queer.ge
  6. dev.ge
  7. On.ge
  8. Ტაბულა
  9. სამოქალაქო საქართველო – civil.ge
  10. მედიაჩეკერი
  11. პროექტი 64
  12. Chai Khana media
  13. Ufleba.ge
  14. გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
  15. მედია ჰოლდინგი კომერსანტი
  16. OC Media
  17. მედიაპორტალი “კაქტუსი,” cactus-media.ge
  18. ჯემნიუსი (jam-news.net)
  19. ონლაინ გამოცემა sova.news
  20. რეალპოლიტიკა (realpolitika.ge)
  21. “მთის ამბები” – mtisambebi.ge
  22. საქართველოს ამბები – sakartvelosambebi.ge
  23. ჟურნალისტიკის რესურსცენტრი JRC
  24. საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  25. ქართლის ამბები (qartli.ge)
  26. გორის სათემო რადიო მოზაიკა, mozaikanews.ge
  27. TV მედიამონიტორინგი
  28. “ქართული მედია ჯგუფი” – metalab.ge / feminism.ge
  29. დია
  30. სათემო რადიო “მარნეული”
  31. ქალთა სათემო რადიო
  32. ქვემო ქართლის მედია – QvemoQartli.ge
  33. ნეო ტვ – neotv.ge
  34. მარნეული TV
  35. რადიო ბოლნელი
  36. სათემო რადიო “ნორი”, ნინოწმინდა, nor.ge
  37. ტელეკომპანია “ბორჯომი”, borjomi.tv
  38. მეცხრე არხი, ახალციხე
  39. სამცხე-ჯავახეთის ჟურნალისტთა კავშირი
  40. მედია სახლი – სამხრეთის კარიბჭე sknews.ge
  41. ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი, ახალქალაქი, jnews.ge
  42. TOK TV
  43. Batumelebi.ge
  44. TV 25
  45. ტელეკომპანია “მეცხრე ტალღა”, ფოთი
  46. რადიო ათინათი
  47. კოლხეთი 89
  48. ეგრისი TV
  49. რადიო ოდიში
  50. ჰარმონია
  51. კახეთის ხმა, knews.ge
  52. საინფორმაციო სააგენტო “სპექტრი”, გურჯაანი, speqtri.ge
  53. პანკისის სათემო რადიო
  54. თანამგზავრი TV
  55. ონლაინ გამოცემა “ქუთაისიპოსტი” kutaisipost.ge
  56. რიონი TV
  57. იმერვიზია TV
  58. მეგა TV
  59. TV ზარი
  60. რადიო რიონი
  61. რადიო ზარი
  62. გურია TV
  63. მცხეთა-მთიანეთი
  64. აგროგარემო TV:

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. ამავე კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

კანონპროექტის მიხედვით, ის მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა, ჩაითვლება უცხოური გავლენის აგენტად.

აღნიშნულ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან არამარტო საქართველოში, არამედ მას უარყოფითად აფასებენ დასავლეთში. ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა გაეროს წარმომადგენლობამ საქართველოში და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა თავიდან აიცილოს ისეთი ზომები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ქართულ დემოკრატიას და შეაფერხებს ან შეანელებს საქართველოს განვითარების მხარდაჭერას.


შეგახსენებთ, რომ დღეს აღნიშნული კანონპროექტის განხილვაზე მისული აკრედიტეებული ჟურნალისტები პარლამენტში არ შეუშვეს. მოგვიანებით კი ნაწილი დაუშვეს, თუმცა ნაწილი დერეფანში, მონიტორზე ადევნებდა თვალს ბიუროს სხდომას.

| Print |
FaceBook Twitter Google