საზოგადოება
თელავის მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი ტექნიკური აღჭურვილობა გადაეცა
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ, თელავის მუნიციპალიტეტს ქაღალდისა და მუყაოს სეპარირების საპილოტე პროექტისთვის ნარჩენების შესაგროვებელი ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა.
კერძოდ - 83 ერთეული 1,100 ლიტრიანი ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერი და 1 ერთეული 7 მ3 კუბიანი მანქანა, ასევე 1 ერთეული საპრესი დანადგარი და 1 ერთეული მექანიკური დამტვირთველი.

ქაღალდის/მუყაოს სეპარირების საპილოტე პროექტი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში განხორციელდება. იგი მიზნად ისახავს ქაღალდის/მუყაოს სეპარირებულ შეგროვებას თელავში - წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში განთავსებულ ლურჯი ფერის 1,100 ლიტრიანი კონტეინერების საშუალებით, რომლის შესახებაც მომზადდება საპილოტე ტერიტორიების რუკა.

ცნობისთვის, საპილოტე პროექტი “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II” (ISWM II) შემადგენელი ნაწილია და ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის ფედერალური მთავრობის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.







| Print |
FaceBook Twitter Google