2023 წლის 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავი აღინიშნება.
გურჯაანს მეორე მსოფლიო ომის ერთი ვეტერანი ჰყავს, ჭანდარში მცხოვრები
მარიამ ბეჟაშვილი.
როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში speqtri.ge-ს განუცხადეს,
მას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ლარს გადასცემენ.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო
ომის მონაწილეები
ერთჯერადად 1000 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე
მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს.
მასალის გამოყენების პირობები