საზოგადოება
სუროგაცია უცხოეთის მოქალაქეებისთვის აიკრძალება
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, სუროგატობის და დონორობის მსურველებს კომპენსაციის მხოლოდ იმ ოდენობის აღება შეეძლებათ, რომელიც ორსულობისა და მშობიარობის აუცილებელ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
მისივე განმარტებით, კანონში შესატანი ცვლილებები „უანგარობის პრინციპის“ დარეგულირებასაც მოიცავს.

„მნიშვნელოვანი და პრინციპული, რაც ამ კანონით რეგულირდება, არის უანგარობის პრინციპი. საქართველოს მოქალაქე, ვისაც სურს იყოს დონორი ან სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპიდან გამომდინარე და მხოლოდ და მხოლოდ ის კომპენსაცია მიიღოს, რაც ამ პროცესთან დაკავშირებით უხერხულობას შეიძლება ახლდეს თან, ან სამედიცინო გამოკვლევებს, ან მშობიარობასთან დაკავშირებულ ხარჯებს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერება და სუროგაცია 2024 წლის 1-ელი იანვრიდან აიკრძალება უცხოეთის მოქალაქეებისთვის . აიკრძალება აღნიშნულთან დაკავშირებული რეკლამების განთავსებაც. ინ ვიტრო განაყოფიერება და სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული.






| Print |
FaceBook Twitter Google