საზოგადოება
დაზარალებულებს და მაშველებს „ქორნერ კაფე“ უფასოდ მოემსახურება
15 ივნისს მომხდარ სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით, გურჯაანში ნონეშვილის 10-ში მდებარე „ქორნერ კაფე“ დაზარალებულ პირებს და მაშველებს უფასოდ მოემსახურება.
„15 ივნისს მომხდარი სტიქიური მოვლენის გამო, ქორნერ კაფე მხარდაჭერას უცხადებს დაზარალებულთა ოჯახებს და აუწყებს, რომ სტიქიური მოვლენის შედეგად დაზარალებულ პირებს და მაშველებს, ვინც ჩართულია გაწმენდით სამუშაოებში, მოემსახურება უფასოდ,“-ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ადიდებულმა „ნავთის ხევმა“ და „ბელახევმა“ გურჯაანის ქუჩები დატბორა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები და სავარგულები. წყალმა გაიტაცა ათეულობით ავტომობილი. საბედნიეროდ, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

| Print |
FaceBook Twitter Google