საზოგადოება
ძლიერი წვიმის შედეგად სიღნაღში სახლები დაიტბორა და გზები დაზიანდა
გადაუღებელი და ძლერი წვიმის შედეგად სიღნაღის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. როგორც მერიაში აცხადებენ, სტიქიის შედეგად, როგორც ცენტრალურ, ისე შიდა საუბნო გზებზე ჩამოტანილია ქვა-ღორღი და გადავსებულია სანიაღვრეები.

„წნორი-სიღნაღის (მოკლე) გზაზე ამ დროისთვის გადაადგილება შეფერხებულია. მოვარდნილმა წყალმა ილიაწმინდაში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დატბორა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები სტიქიის ზონაში იმყოფებიან.“ - აცხადებენ მერიაში.

ამ დროისთვის ზუსტად უცნობია, რა ოდენობის ზარალი მიადგა მოსახლეობას და მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურას.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სიღნაღი / სტიქია /