საზოგადოება
კაჭრეთის ამბასადორში ,,საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი 2023’’ გაიმართება
22 ივლისს, ,,საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი 2023’’ კაჭრეთის ამბასადორში გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობას, ქართველი და ევროპელი ახალგაზრდების დაახლოვებასა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას.
„წელს, ფორუმის მთავარი თემაა „სიტყვა, როგორც წარმატების ინდიკატორი“ და მასში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ასევე ევროპელი ახალგაზრდები სხვადასხვა ქვეყნიდან.
ფორუმი მოიცავს როგორც სიტყვით გამოსვლებს, ასევე ინტელექტუალურ კონკურსს, გამოფენას, კულტურულ-შემოქმედებით კომპონენტს და დაჯილდოებას. სპიკერობის მსურველებს დადებითი პასუხი ეცნობებათ 17 ივლისამდე.
ფორუმის დეტალური დღის წესრიგი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ფორუმის მონაწილეებისთვის.
ფორუმის მონაწილე კახეთის რეგიონის ახალგაზრდებისთვის ტრანსპორტირება (ორმხრივი გადადგილება კახეთის ნებისმიერი მუნიციპალიტეტი - კაჭრეთის მიმართულებით) იქნება უფასო.“-ნათქვამია განცხადებაში.

საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმზე დარეგისტრირება შეუძლიათ 18-29 წლის ახალგაზრდებს;

ფორუმზე მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია მიმდინარეობს 15 ივლისამდე შემდეგ ბმულზე.

ფორუმზე სპიკერის რანგში მონაწილეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 12 ივლისამდე შემდეგ ბმულზე

ცნობისთვის, საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი ინიცირებულია საქართველოს პარლამენტის წევრის დავით სონღულაშვილის მიერ. ორგანიზებას უწევს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ფორუმი /