საზოგადოება
უხვმა ნალექმა თელავის მუნიციპალიტეტში პრობლემები შემნა
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა თელავსა და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში. როგორც მერიაში აცხადებენ, თელავში სამხედრო დასახლებისა და სპორტსკოლის დამაკავშირებელ გზაზე დიდი ოდენობით მოსულმა ნალექმა სანიაღვრე არხის დაზიანება გამოიწვია.

„კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე იმყოფება თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ მეტრეველი. მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები.

სოფლებში - შალაურში, კისისხევსა და ყარაჯალაში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება, ადგილზე მობილიზებული არიან ,,ენერგო-პრო ჯორჯიას,, ტექნიკური ჯგუფები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.“ - აცხადებენ მერიაში.

შეგახსენებთ, რომ დღესვე ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა სიღნაღის მუნიციპალიტეტშიც, სადაც დაზიანდა გზები და დაიტბორა საცხოვრებელი სახლები.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თელავი / სტიქია /