საზოგადოება
სოციალურად დაუცველი ბავშვები 150 ლარის ნაცვლად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები 150 ლარის ნაცვლად თვეში 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ.
„პროგრამისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტს 70 მილიონი ლარი დაემატება. ჯამში, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარების გადასახდელად, წლის განმავლობაში ნახევარ მილიარდ ლარამდე იქნება გამოყოფილი,“-ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, აღნიშნული ცვლილება 233 000-მდე ბავშვს შეეხება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ჯანდაცვა /