საზოგადოება
მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი პარლამენტა 77 ხმით მიიღო
„მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა დღეს, 30 ივნისს, 77 ხმით მიიღო.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტი ვებ-გვერდზე ავრცელებს.

კანონპროექტით, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ზუსტდება შემდეგი ლეგალური დეფინიციები: „მედიამომსახურება“, „ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურება“ და „სარედაქციო პასუხისმგებლობა“.

აღნიშნული კანონპროექტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა წარადგინა. მან აღნიშნა, რომ ცვლილებების განხორციელებით გასწორდება მოქამედ კანონში არსებული ტექნიკური თუ შინაარსობრივი უზუსტობები, რათა კიდევ უფრო დაიხვეწოს მედიამომსახურებებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროს კანონმდებლობა.

კანონში შესული ცვლილებებით, ასევე მოწესრიგდება სფეროს მარეგულირებელი ორგანოს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომის დახურვის საკითხებიც და კომუნიკაციების კომისიის წლიურ ანგარიშში აისახება ინფორმაცია წინა წლის გეგმების შესრულებისა და მომავალი წლის გეგმების შესახებ.

კანონპროექტით ასევე ზუსტდება მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ სასამართლოსადმი მიმართვის საკითხი.
შემოღებული იქნება გამარტივებული ავტორიზაციის წესი ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებისთვის.


| Print |
FaceBook Twitter Google