საზოგადოება
ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და პატიმრობა - რითი დაისჯება ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა
ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება. „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილება პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 82 ხმით მიიღო.

ცვლილების თანახმად, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ანდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომითი ვადით 120-იდან 240 სთ-მდე, შინაპატიმრობის ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ანდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, ერთიდან ორ წლამდე ან ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

კოდექსში შესული ცლვლილება ასევე ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის გამკაცრებას სხვისი ნივთის დაზიანების ანდა განადგურებისთვის.

კერძოდ, აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომითი ვადით 100-დან 180 საათამდე, გამოსასწორებელი სამუშაოთი - ერთ წლამდე ვადით, შინაპატიმრობით - ექვსი თვიდან ორ წლამდე ან ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსში გამოყენებული ტერმინი „მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი“ იცვლება ტერმინით - „მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი“.




| Print |
FaceBook Twitter Google