საზოგადოება
დედოფლისწყაროში განხორციელებული ეკოტურისტული პროექტის შედეგები წარადგინეს
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციამ კოღოთოს, არწივის ხეობისა და მის მიმდებარე ეროვნული სატყეო სააგენტოს ტერიტორიებზე განხორციელებული ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტის შედეგები წარადგინა.
როგორც ცნობილია, პროექტი „ეკოტურიზმის განვითარება ბუნების ძეგლის არწივის ხეობისა და მის მიმდებარე ეროვნული სატყეო სააგენტოს ტერიტორიებზე“ 2021 წელს ინოვაციურ იდეათა კონკურსის „GreenOvation”-ის გამარჯვებული გახდა, რომელიც GIZ -ის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი პროგრამის - ECOserve - ის ფარგლებში ჩატარდა.

„პროექტი ეკოტურიზმის განვითარება ბუნების ძეგლის არწივის ხეობისა და მის მიმდებარე ეროვნული სატყეო სააგენტოს ტერიტორიებზე“ ითვალისწინებდა საფეხმავლო ბილიკის და ბუნგალოს აშენებას და ასევე საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას. 2021 წლის ამავე პერიოდში, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციამ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მცირე გრანტების კონკურსში გაიმარჯვა, რომელიც საცხენოსნო ბილიკის და ბუნგალოს მშენებლობას ითვალისწინებდა. ორივე პროექტის გაერთიანების შედეგად აღნიშნულ ტურისტულ ზონაში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რითაც მისი ეფექტურობა და დანიშნულების ადგილების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.“-აცხადებენ დედოფლისწყაროს მერიაში.

ცნობისთვის, პრეზენტაციას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ასევე GIZ და UNDP წარმომადგენლები დაესწრნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google