საზოგადოება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ზურაბ უტიაშვილი დევნილთა სააგენტოს დირექტორად დაინიშნა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი, ზურაბ უტიაშვილი დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორად  დაინიშნა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით თავად სააგენტო ავრცელებს.

„ზურაბ უტიაშვილი წლების განმავლობაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2021 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის ივნისამდე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობას იკავებდა.

ზურაბ უტიაშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სამედიცინო ევაკუაციის ორგანიზებისთვის დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანია.“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ უტიაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა მიმდინარე წლის ივნისში პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ამის შესახებ მან ფეისბუქის გვერდზე დაწერა. რა გახდა მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზი? ამ კითხვით speqtri.ge ზურაბ უტიაშვილს დაიკავშირდა, თუმცა მან ამ საკითხზე დამატებითი კომენტარი მედიასთან არ გააკეთა. 



| Print |
FaceBook Twitter Google