საზოგადოება
გურჯაანში მაღაზია ბიბლუსი გაიხსნა
გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე, N20ა-ში, წიგნის მაღაზიათა ქსელის „ბიბლუსის“ ფილიალი გაიხსნა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს გადაეცათ ვაუჩერები, რომლის საშუალებითაც შეეძლოთ, მხოლოდ ერთი დღით, წიგნები შეეძინათ 25%-იანი ფასდაკლებით.

ამავე დღეს „ბიბლუსის“ ორგანიზებით, გაიმართა ლიტერატურული ტურნე, სადაც გურჯაანელ საზოგადოებას მწერალი გიორგი ხარაიშვილი შეხვდა. მან სტუმრებს საავტორო წიგნი წარუდგინა.



| Print |
FaceBook Twitter Google