საზოგადოება
ვეჯინის ,,კოდისხევის" ნაპირზე აღმოჩენილი გვირაბი [Photo]
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე საინტერესო ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ საიდუმლო გვირაბის შესასვლელი 2008 წლის გაზაფხულზე, მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ვეჯინში ადიდებულმა ,,კოდისხევმა" ნაპირი მოგლიჯა.


მარკოზაშვილის ინფორმაციით, გვირაბი ისტორიულ წყაროებში არსად მოიხსენიება. ის დეტალურად აღწერს იმ ტერიტორიას, რომელიც პირადად მოინახულა.

„გვირაბს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი სწორკუთხაა და ქვიშაქვის დიდი ფილით არის ზემოდან გადახურული. გვირაბის ორი განშტოება ჩაკეტილია ნაშალი ქვებით და მიწით. ჩრდილოეთიდან გვირაბს უერთდება სწორკუთხა სათავსი (სიგრძე- 6 მ.სიგანე- 2 მ), რომლის იატაკზე მოწყობილია ნაჟური წყლების შესაკრები პატარა აუზი.

გვირაბიდან 200 მეტრის მანძილზე დგას ე.წ. ,,წყლის" კოშკი, რომელიც ვეჯინის ციხის დამცველებს სასმელი წყლით ამარაგებდა. ციხის შიგნით დღემდე შემორჩენილია გვირაბში ჩასასვლელი ღიობი.

,,კოდისხევის" ნაპირზე აღმოჩენილი გვირაბი, შესაძლოა ვეჯინის ციხის ,,წყლის" კოშკთან იყოს დაკავშირებული და სასმელი წყლით ამარაგებდა ძნელბედობის ჟამს.

,,კოდისხევის" მარჯვენა ნაპირზე მდებარე გვირაბის კედლები დაფარულია, ულამაზესი სტალაქტიკებით და სტალაგმიტებით.

აუცილებელია, აღნიშნული გვირაბის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება და მეცნიერული გამოკვლევა.
გვირაბის საერთო სიგრძე 15 მეტრია და შემდეგ ჩაკეტილია, ჩამონაშალი ქვებით.
გვირაბი საინტერესო ტურისტულ ობიექტს წარმოადგენს და შეიძლება ითქვას, რომ კახეთში მას ანალოგი არა აქვს.





| Print |
FaceBook Twitter Google