საზოგადოება
იორმუღანლოს მოსახლეობის პრობლემებით სახალხო დამცველი დაინტერესდა
საქართველოს სახალხო დამცველი საგარეჯოს ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული იორმუღანლოს თემის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

ადგილობრივებმა სახალხო დამცველთან იმ ავარიული ხიდის შესახებ ისაუბრეს, რომელიც 9 სოფელს ცენტრალურ მაგისტრალთან აკავშირებს.

„ხიდი ამორტიზებულია და ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტს, შესაბამისად, მასზე გადაადგილება საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას,“ - განაცხადა სახალხო დამცველმა.

როგორც ადგილობრივი აქტივისტი, თოზუ გულმამედლი speqtri.ge-სთან საუბარში ამბობს, ხიდის გარდა, სახალხო დამცველთან მათ თემისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა საკითხი განიხილეს.

“ძირითადად ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ ხიდის თემაზე. გარდა ამისა, ვისაუბრეთ, სკოლებისა და ბაღების არარსებობაზე, ფერმერების, საძოვრების, ასევე გზის პრობლემებზე. დაგვპირდნენ, რომ მერიასთნ გვიშუამდგომლებენ და რეკომენდაციებს მისცემენ. ასევე ჩვენი თემის შესახებ ვრცლად იქნება აღნიშნული სახალხო დამცველის ანგარიშში,“ - ამბობს თოზუ.


შეგახსენებთ, რომ ხიდის რეაბილიტაციის მოთხოვნით საგარეჯოს მუნიცილიტეტის მერიას სამოქალაქო აქივისტმა თოზუ გულმამედლიმ, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთან" ერთად ჯერ კიდევ გასულ წელს მიმართა, თუმცა, როგორც თოზუ გვეუბნება, ამ დრომდე მხოლოდ დაპირება მიიღეს.

შედეგი ჯერჯერობით არ არის, მხოლოდ დაპირება გვაქვს. რეგიონული განვითარების ფონდთან აპირებენ თანამშრომლობას, როგორც გვეუბნებიან, პრობლემა მათი ჩართულობით უნდა გადაიჭრას. იმედი გვაქვს, რომ სახალხო დამცველი ამაში დაგვეხმარება,” - გვეუბნება თოზუ.


| Print |
FaceBook Twitter Google