საზოგადოება
გურჯაანის მერია მუნიციპალიტეტის შემოსასვლელებში ტურისტული მანიშნებლების დიზაინის შესარჩევად კონკურსს აცხადებს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს, მუნიციპალიტეტის შემოსასვლელებში ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის მოსაწყობად დიზაინის/ესკიზის შერჩევის მიზნით.

კონკურსის პირობების მიხედვით, კონსტრუქციის მოსაწყობად შემუშავებული დიზაინის მთავარი გზავნილი უნდა იყოს: „გურჯაანი - მეღვინეობის მუნიციპალიტეტი“.

„ძირითადი მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ესკიზი/დიზაინი: გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელებში მუნიციპალიტეტის ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის მოსაწყობად შემუშავებული დიზაინის/ესკიზის მთავარი გზავნილი უნდა იყოს: „გურჯაანი - მეღვინეობის მუნიციპალიტეტი“. მუნიციპალიტეტის ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის ესკიზზე გამოსახული უნდა იყოს წარწერა: „გურჯაანი - მეღვინეობის მუნიციპალიტეტი“, ქართულ და ინგლისურ ენაზე, ამასთან ინგლისურ ენაზე შესრულებული წარწერა ზომით არ უნდა აღემატებოდეს ქართულ ენაზე შესრულებულ წარწერას, ხოლო დიზაინს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინფორმაციული, კულტურული, ისტორიული, აგრარული და ტურისტული დატვირთვა;

გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელებში მუნიციპალიტეტის ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის მოსაწყობად შემუშავებული დიზაინი/ესკიზი უნდა შეესაბამებოდეს მათი განთავსების ადგილებზე არსებულ გარემო ფაქტორებს და ურბანულ ქსოვილს;

გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელებში მუნიციპალიტეტის ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის მოსაწყობად შემუშავებული დიზაინი/ესკიზი უნდა ითვალისწინებდეს მისი დამზადებისთვის საჭირო მასალების ხელმისაწვდომობას და კონსტრუქცია/ნაგებობის აშენების ფიზიკურ შესაძლებლობას.“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც კონკურსის პირობებითაა განსაზღვრული, სულ 6 ტურისტული მანიშნებელი განთავსდება, მათ შორის 2 სიღნაღიდან შემოსასვლელში, თითო ცალი კი - საგარეჯოდან, ლაგოდეხიდან, ყვარლიდან და თელავიდან შემოსასვლელებში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მეწარმე ფიზიკურ პირს - ინდივიდუალურ მეწარმეს; საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; დაინტერესებულმა პირებმა ესკიზი და სხვა სავალდებულო ინფორმაცია უნდა გააგზავნონ მეილზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it კონკურსის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში.

ვრცლად კონკურსის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

აქვე შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელებში ტურისტული მანიშნებლების მოწყობის იდეის შესახებ speqtri.ge-ს მაშინდელმა ვიცე მერმა თეიმურაზ ზავრაშვილმა ჯერ კიდევ 2020 წელს განუცხადა. მაშინ საუბარი იყო, რომ კონსტრუქციები 6-ის ნაცვლად, დასაწყისისთვის 2 ლოკაციაზე განთავსდებოდა.

| Print |
FaceBook Twitter Google