საზოგადოება
საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13-14 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, ხოლო 15 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
“კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,): 13 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა, 14-15 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი.”-აცხადებენ სააგენტოში.

მათივე თქმით, აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში 13 და 14 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 15 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 13-14 სექტემბერს შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, 15 სექტემბერს- უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსია მოსალოდნელი.







| Print |
FaceBook Twitter Google