საზოგადოება
ახმეტაში „ბიძინაობა 2023“ გაიმართება
1 ოქტომბერს ახმეტაში „ბიძინაობა 2023 გაიმართება“, რომლის ორგანიზატორიცაა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია. ღონისძიებები დილის 10 საათიდან დაიწყება და 23 საათზე ფოიერვერკით დასრულდება.
დღის განმალობაში გაიმართება სხვადასხვა აქტივობები როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის.

ღონისძიებათა განრიგი ასეთია:

10:00- 12:00 ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების ხსენების დღისადმი მიძღვნილი წირვა მათივე სახელობის ტაძარში - საგალობლების ფონზე;
12:00 - 14:00 დოღი(აეროპორტის ტერიტორია);
13:00 - 15:00 ქართული ჭიდაობა ( ქართული ჭიდაობის არენა) ;
16.00 - 20:00 საბავშვო აქტივობების კუთხე: ქართული ზღაპრის გმირები - ანიმატორები, ხატვა ღია სივრცეში, გამოფენები, სამაგიდო თამაშები - ახალგაზრდული საბჭოს ჩართულობით და ორგანიზებით;
16:00 -16:30 მისალმება, ღონისძიების ოფიციალური გახსნა.მოწვეული-საპატიო სტუმრების და ადგილობრივი ხელმძღვანელობის მიერ, საპატიო მოქალაქეების და სპორტის სხვადასხვა სახეობებში გამარჯვებულთა დაჯილდოება;

16:30 -18:00 კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით;
18.00 -19:00 კონცერტი -ჯგუფი ,,ურსა“;
19.00 -20:30 კონცერტი, ბენდი ,,Groove Possession” ( გრუვ ფოზეშენ);
20:30 -23:00 კლუბური მუსიკის საღამო, დიჯეის თანხლებით;
23.00 - ფოიერვერკი.


| Print |
FaceBook Twitter Google