საზოგადოება
მომავალი წლიდან საქართველოში პენსიები იზრდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2024 წლის ბიუჯეტით პენსიების ზრდაა დაგეგმილი. მისივე თქმით, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი - ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის 500 ლარი.

„იზრდება ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 870 მლნ ლარით. პენსიების ზრდა გვაქვს - 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის 500 ლარი.
აქვე, შედარებისთვის გეტყვით, რომ 2012 წელს პენსია იყო 110 და 125 ლარი. ახლა არის 415 ლარი და 500 ლარამდე მაღალმთიანში. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მუშაობის რეალური შედეგი. 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 315 ლარით და მაღალმთიანში იქნება 380 ლარი.”-განაცხადა პრემიერმა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები პენსია /