საზოგადოება
თელავში ძაღლების საერთაშორისო გამოფენა ჩატარდა
თელავში, კავკასიონის ქუჩაზე მდებარე სპორტულ კომპლექსში ძაღლების საერთაშორისო გამოფენა ჩატარდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძაღლების საერთაშორისო გამოფენა ტრადიციულ ხასიათს ატარებს და მას თელავი ყოველწლიურად მასპინძლობს.

"გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 80-ზე მეტი ჯიშის 1000-მდე ძაღლი, რომლებსაც მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები აფასებდნენ."-აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვოს, ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს კინოლოგიის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.

| Print |
FaceBook Twitter Google