საზოგადოება
ევროკავშირმა რა? სად? როდის? თამაშების მარათონი კახეთიდან დაიწყო
კახეთში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“, რომლის კითხვებიც მომზადებული იყო სპეციალურად ახალგაზრდებისათვის, რათა მათ, მხიარული და ინტერაქტიური გზით, ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღოთ. კახეთში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“, რომლის კითხვებიც მომზადებული იყო სპეციალურად ახალგაზრდებისათვის, რათა მათ, მხიარული და ინტერაქტიური გზით, ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღოთ.

თამაშში ერთდროულად 100-ზე მეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.


თელავის თამაშებს დაესწრო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსი ნიკოლას სენდროვიჩი, რომელმაც ხაზი გაუსვა ამ სახის ინიციატივების მნიშვნელობას:

„ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს ახალგაზრდებსა და მათ განათლებას, ვინაიდან ახალგაზრდა თაობა ჩვენი მომავლის საყრდენია. ისეთი ინიციატივებით, როგორიცა არის თამაში „რა? სად? როდის?“ ევროპის შესახებ, ჩვენ ვცდილობთ, ერთმანეთს შევუთავსოთ განათლება და გართობა იმ სახით, რომ ახალგაზრდები ხალისიანი და ამავდროულად ინფორმირებულები იყვნენ. გვიხარია, რომ მომდევნო წლის მანძილზე, ჩვენ შევძლებთ გავაძლიეროთ მათი ცნობისმოყვარეობა და ცოდნის მიღება ახალგაზრდებისთვის სასიამოვნო და შინაარსობრივი ფორმით.“

„რა? სად? როდის?“ თამაშების სერიას უძღვებოდნენ თამაშის ავტორი და საქართველოს კლუბის წამყვანი გიორგი მოსიძე და კლუბის სხვა წევრები.

მარათონი საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და 2024 წლის გაზაფხულზე თბილისში დასრულდება. წლის განმავლობაში თამაშები ჩატარდება საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისის თერთმეტ რაიონში და არასრულწლოვანთა კოლონიაში. თამაშში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია 8-12 კლასის მოსწავლეებისთვის.


| Print |
FaceBook Twitter Google