საზოგადოება
გურჯაანის კულტურის ცენტრში ნიკა ქაჩლიშვილის მხარდამჭერი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
25 ნოემბერს, 16:00 სთ-ზე, გურჯაანის კულტურის ცენტრში, 9 წლის ნიკა ქაჩლიშვილის მხარდამჭერი, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს, მოულოდნელად, აპლასტიური ანემია დაუდგინდა და საოპერაციოდ თურქეთშია გადაყვანილი. ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო აფინანსებს, თუმცა სხვა ხარჯები დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ოჯახს კი ფინანსური რესურსი არ აქვს.

“თუ გსურთ თქვენი წვლილი შეიტანოთ პატარა სიცოცხლის გადარჩენაში, დაესწარით საქველმოქმედო კონცერტს გურჯაანის კულტურის ცენტრში. ბილეთის ფასი 10 ლარი. შეძენა შეგიძლიათ კულტურის ცენტრის სალაროებში.”-აცხადებენ კულტურის ცენტრში.

კონცერტში მონაწილეობენ:
  • ნათია ქოროღლიშვილი
  • ტატო გოდერძიშვილი
  • ლევან ყანდიაშვილი
  • თინათინ ბასოშვილი
  • ვოკალური ტრიო „სიონი“
  • ფოლკლორული ანსამბლი „გურჯაანი“
  • ფოკლორული ანსამბლი „ხარება“
  • ქორეოგრაფიული ანსამბლი „ცერული“
  • ქორეოგრაფიული ანსამბლი „გურჯაანი“
  • ლევან მუღალაშვილის სახელობის სალოტბარო სკოლასთან არსებული მგალობელ-მომღერალთა გუნდი
  • საღამოს წარუძღვება რუსთაველის თეატრის მსახიობი როლანდ ოქროპირიძე.

თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:

„ლიბერთი ბანკი“
GE85LB0711143370721000

„საქართველოს ბანკი“
GE87BG0000000101005344


| Print |
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.