საზოგადოება
საშობაო არდადეგები ბაღებში 29 დეკემბერს დაიწყება
გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელი, ნატა რუაძე speqtri.ge-სთან ამბობს, რომ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 29 დეკემბერს შეწყდება.

“სააღმზრდელო პროცესი ჩვეულებრივ 29 დეკემბერს შეწყდება ანუ 30 დეკემბრიდან დაიწყება არდადეგები. რაც შეეხება განახლებას, ჩემი სურვილია, რომ სასკოლო არდადეგებს დავამთხვიოთ. ვფიქრობ, 15-დან 20 იანვრამდე განახლდება სააღმზრდელო პროცესი,” - გვითხრა ნატა რუაძემ.

მისივე განმარტებით, საახალწლო ღონისძიებებზე აღსაზრდელების საშობაო ნობათით დასაჩუქრება ბიუჯეტში გათვალისწინებულია.

“ზოგადად დაგეგმილი იყო წლევანდელი ბიუჯეტით საახალწლო პაკეტების გადაცემა ბავშვებისთვის. ნოემბერში გამოვაცხადეთ ტენდერი, რომელიც არ შედგა. ახლაც მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები,” - განმარტა ნატა რუაძემ.

ცნობისთვის, საახალწლო ტკბილეულის შესყიდვაზე, საბავშვო ბაღებნის გაერთიანებამ ტენდერი 35 ათას ლარზე გამოაცხადა.


| Print |
FaceBook Twitter Google