საზოგადოება
3-დან 5 იანვრის ჩათვლით უქმეები გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით დღეები უქმეებად გამოცხადდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.

„ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.

დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე,“ - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები უქმეები /