საზოგადოება
2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება – რატი ბრეგაძე
როგორც იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა რატი ბრეგაძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, 2011 წლამდე გაცემული პირადობის მოწმობები ID ბარათებით უსასყიდლოდ ჩანაცვლდება.

"2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება პირადობის ახალი ელექტრონული მოწმობებით, რის შემდეგაც მოქალაქეები შეძლებენ სწრაფად და შეუზღუდავად სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას", - თქვა ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გასული წლის 11 დეკემბერს პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, განიხილა ცვლილება კანონში: "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ".

პროექტის თანახმად, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან საქართველოს მოქალაქის პირადობის ის მოქმედი არაელექტრონული მოწმობები გაუქმდება (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობები, რომლებსაც არ აქვს ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი), რომლებიც გაცემულია 2011 წლის 28 ივლისამდე.
| Print |
FaceBook Twitter Google