საზოგადოება
დედოფლისწყაროში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამოქმედდება
დედოფლისწყაროს მუნიციპალტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქში მალე მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნება. მოქალაქეთა ტრანსპორტირებას ორი ავტობუსი უზრუნველყოფს.


„მოქალაქეთა ტრანსპორტირებას ორი ახალი ავტობუსი მოემსახურება, რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა საქართველოს მთავრობის დახმარებით შეიძინა.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის შექმნის მიზნით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და მერის მოადგილე მალხაზ მერაბიშვილი TBC ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ.“ - აცხადებენ მერიაში.

როგორც მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი განმარტავს, გადახდის სისტემა, მგზავრთა კომფორტზე იქნება ორიენტირებული.
| Print |
FaceBook Twitter Google