საზოგადოება
ისუზუს მარკის ავტობუსები დედოფლისწყაროს, ხორნაბუჯსა და სამრეკლოს მოემსახურება
ისუზუს მარკის 2 ავტობუსი, რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს უახლოეს პერიოდში გადაეცემა, ქალაქ დედოფლისწყაროსთან ერთად, სოფლებს- ხორნაბუჯსა და სამრეკლოსაც მოემსახურება. ამის შესახებ speqtri.ge-ს მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა განუცხადა.

„საუბარია შიდასაქალაქო ტრანსპორტზე. ეს არის იაპონური ფირმის, ისუზუს ავტობუსები, რომლებიც ხელშეკრულების მიხედვით, აპრილის ჩათვლით უნდა გადმოგვეცეს. როგორც კი მივიღებთ, მალევე ამოქმედდება. თუ თებერვალში გამოგვცეს, მარტის დასაწყისში ამოქმედდება, თუ მარტის ბოლოს მოგვცემენ - აპრილში გაეშვება. ვნახოთ. ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. სოფლები ხონაბუჯი და სამრეკლო დედოფლისწყაროსთან ახლოს მდებარეობს. ფაქტობრივად, ეს ორი სოფელი და ქალაქი ერთმანეთზე გადაბმულია და ყველა კომუნიკაცია ისედაც ერთი გვაქვს. ამიტომ ტრანსპორტი ამ სოფლებსაც მოემსახურება და ერთიანი სისტემა იქნება, ~ - აღნიშნა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა speqtri.ge-სთან საუბრისას.

როგორც მუნიციპალიტეტის მერი, განმარტავს, ჯერჯერობით მგზავრობის ღირებულება განსაზღვრული არ არის, თუმცა, ამბობს, რომ გადახდის სისტემა, მგზავრთა კომფორტზე იქნება ორიენტირებული.
| Print |
FaceBook Twitter Google