საზოგადოება
გურჯაანელ ნინო ყალაბეგაშვილს საზოგადოების თანადგომა სჭირდება
32 წლის ნინო ყალაბეგაშვილის ოჯახი საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართავს.
როგორც ცნობილია, ნინოს დაუდგინდა ნაღვლის ბუშტის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელსაც თან ახლავს ღვიძლში მრავლობითი მეტასტაზები, რაც მის სიცოცხლეს საფრთხეში აყენებს.
ნინოს მდგომარეობის სიმძიმემ ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიის გადაუდებელი აუცილებლობა გამოიწვია. თუმცა, ფინანსური ტვირთი ძალიან დიდია, რადგან იმუნოთერაპია, კონკრეტულად პემბროლიზუმაბი (კეიტრუდა), სახელმწიფო დაფინანსებით არ იფარება. მკურნალობა მოითხოვს პემბროლიზუმაბის ძვირადღირებულ ინფუზიას, რომლის თითოეული კურსი 17000 ლარს შეადგენს.

ყალაბეგაშვილების ოჯახი საზოგადოებას სთხოვს ფინანსურ დახმარებას, რათა მოხდეს დროული მკურნალობა. ნებისმიერი სახის მხარდაჭერა გადამწყვეტია ამ ბრძოლაში.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პატარა დახმარება. გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ და შეძლებისდაგვარად მხარი დაგვიჭიროთ, რათა ჩემი და გადავარჩინოთ"-მიმართვას აქვეყნებს ოჯახი სოციალურ ქსელში.

დახმარების მსურველებს თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე:
საქართველოს ბანკი: #GE30BG0000000011309500
თიბისი ბანკი: #GE37TB7303245064300025



| Print |
FaceBook Twitter Google