საზოგადოება
გურჯაანელი პოეტი ნუნუ შალვაშვილი გარდაიცვალა
გურჯაანელი პოეტი ნუნუ შალვაშვილი გარდაიცვალა. ის წლების განმავლობაში მუშაობდა გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში. ხელს უწყობდა დამწყებ პოეტებს პოპულარიზაციაში.
მისი ლექსების პირველი შემფასებელი მწერალი მეუღლე გახლდათ. როგორც თვითონ ერთ-ერთ ინტერვიუში გვიყვებოდა, იყო მოწონება და კრიტიკაც.

ცოტა მოგვიანებით, მეუღლესთან ერთად ლიტერატურული შემოქმედების წრე დაარსა. გულისყურით უსმენდა დამწყები პოეტების განცდებს. რაიონში გამართულ ყველა ღონისძიებაში აქტიურად იყო ჩართული.

პოეზიის სიყვარული ადრეული ასაკიდან მოსდევდა. ჯერ კიდევ ბავშვობაში, 11 წლის გოგონამ ნატო ვაჩნაძისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ლექსი წაიკითხა, რასაც დიდი მსახიობის აღფრთოვენაბა მოჰყვა.

ის არამარტო პოეზიის ჰანგებით ატკბობდა მსმენელს, არამედ ცეკვავდა და შესანიშნავად მღეროდა კიდეც.

ნუნუ შალვაშვილს უკანასკნელ გზაზე გურჯაანის სამების ეკლესიიდან 29 თებერვალს, 14 საათზე გააცილებენ.


| Print |
FaceBook Twitter Google